четверг, 24 сентября 2009 г.

წყალი მაღალი ქიმიური აქტიურობით ხასიათდება.წყლის რამდენიმე თვისებას-რეაქციას დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს:
ქლორირება წყალგამწმენდ სადგურებსა და საცურაო აუზებში წყლის დეზინფექციისათვის გამოიყენება;მეტალების წყალთან ურთიერთქმედებით ლაბორათორიაში ტუტეებისა და წყალბადის მიღება შეიძლება;"კირის ჩაქრობის"რეაქციას ხშირად იყენებენ მშენებლობაზე; მცენარე საკვებ იონებს ნიადაგიდან წყალხსნარების სახით იღებს.
სარწყავად გაცილებით უფრო მეტი წყალი იხარჯება, ვიდრე სასმელად.
ნებისმიერი პროდუქტის წარმოება შეუძლებელია წყლის გარეშე. მაგალითად,1 ტ ქაღალდის წარმოებაზე 900მ3,1 ტ ფოლადის წარმოებაზე კი 120მ3 წყალი იხარჯება.







ტექნიკურ პროგრეს თან ახლავს გარემოს დაბინძურების მატება და პირველ რიგში -წყლის გაჭუჭყიანება.ხშირად მდინარეებში,ზღვებსა და ოკეანეებში მრავალი სხვადასხვა სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერება ჩაედინება. გაჭუჭყიანებისგან წყლების დაცვის ძირითადი ღონისძიება იმ მეთოდების დანერგვაა,რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს ჩამდინარე წყლების წარმოქმნას-უნარჩენო ტექნოლოგია.

1 комментарий:

kuubzz комментирует...

au saylebiii =(( am videos ro vuyure kinagam vitire dzalian cudia ro eseti mdgomareobaa da xalxs es naklebad ainteresebs da mainc anagvianebs imas, rac misi sicocxlistvis da sxvisi ketildgeobistvis aucilebelia :(