суббота, 18 октября 2008 г.

„წყალი–სიცოცხლეა“

1. პროექტის სახელი: „წყალი–სიცოცხლეა“


2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეებმა უნდა აღწერონ წყლის დაბინძურების კონკრეტული შემთხვევა და შემდგომ დაასაბუთონ არსებულ მდგომარეობაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა.მაგ.,რომელიმე საწარმო მდინარეს აბინძურებს,მოსახლეობა მდინარის წყალს კი მიწის ნაკვეთების მოსარწყავად იყენებს,რამაც შეიძლება მოსავლიანობის შემცირება ან მოყვანილი პროდუქტის ხარისხიანობის გაუარესება გამოიწვიოს.

3. პროექტის სრული აღწერა:მოიძიეთ ინფორმაცია,საიდან ღებულობთ სასმელ წყალს;არსებობს თუ არა თქვენ საზოგადოებაში სუფთა წყლის პრობლემა;გაარკვიეთ,ვინ არის პასუხისმგებელი წყლის სისუფთავეზე;იყენებენ თუ არა საწარმოები თქვენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე მდინარეს;რუკის საშუალებით გაარკვიეთ და მონიშნეთ http://www.panoramio.com/-ზე , სად ჩაედინება ეს მდინარე,თკვენსკენ რომელი ქვეყნიდან ან რაიონიდან მოედინება;რა სახის ნარჩენები ჩაედინება მასში.რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მდინარის დაბინძურებას;რა ღონისძიებების განხორციელება არის შესაძლებელი მდინარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.გასვლითი ღონისძიებების დაგეგმა,ინტერვიუს აღება,ფოტომასალის მოგროვება,მოძიებული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 13-18

5. ვადები/ხანგრძლივობა: პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში/8-12 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინფორმაციის შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის,კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაუბის უნდა-ჩვევის განვითარება.ნამუშევრების განთავსება ბლოგში ,ინტერვიუს აღება,პლაკატების დამზადება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე ქმნის ვებ გვერდს , შეისწავლის web2.0 ის სერვისებს. სადაც განათავსებს ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შესახებ;მოყავს არგუმენტები რომლითაც ასაბუთებს,რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს;რა დადებით შედეგებს მოიტანს პროექტის განხორციელება,როგორ შეცვლის ის არსებულ"სტატუს-ქვოს".

8. სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,გამოუმუშავდება კრიტიკული აზროვნების უნარი,გააცნობიერებს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობას,ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში. გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.

9. სამუშაო ენა: ქართული ,რუსული, ინგლისური, ან სხვა (სურვილისამებრ).
,
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას(მაგ:გეოგრაფია ,გარემოსმცოდნეობა,ქიმია,სამოქალაქო განათლება).სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწკვეტად.
პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს . ეროვნული სასწვლო გეგმის ელექტრონული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.ganatleba.org

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 34 საჯარო სკოლა,ნათია არაბული,natarabuli@gmail.com
/http://www.narabuli.blogspot.com/

ქუთაისის 11 საჯარო სკოლა,მადონა ხონელიძე,madonani@gmail.com
http://imeret-nature.blogspot.com/

შ.პ.ს.ვახტანგ ესვანჯიას სახ.იტალიური სკოლა "ცისკარი" ,ზაირა ბესტავაშვილი,zairabest@gmail.com
http://lazuriti.wordpress.com/თბილისის 52 საჯარო სკოლა,მაგდა დაურჯიშვილი,daurjishvili@gmail.com
/http://balavari.blogspot.com/

თბილისის 123 საჯარო სკოლა,ია გიგიბერია,iagigiberia@gmail.com
/http://madneuli.blogspot.com/
/http://mtkvrisproblema.blogspot.com/
/http://yvirila.blogspot.com/

თბილისის 174 საჯარო სკოლა, ნინო ჯაშიაშვილი,ninojash@gmail.com http://jashiashvil
http://www.shavizgva-nini-nino.blogspot.com/


ქუთაისის 12 საჯარო სკოლა, გოქაძე ირმა, irmagokadze@gmail.com

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:ია გიგიბერია

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: iagigiberia@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:„დიკუსია"Iearn"-ზე პროექტი:" წყალი–სიცოცხლეა“ http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea1dedf

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ekologiaia.blogspot.com/



საინტერესოა :


5 комментариев:

ia gigiberia комментирует...
Этот комментарий был удален автором.
kuubzz комментирует...

dzaan sayvareli videoa :P nu exa dzaan kaia da tu debili ar xar gaigeb raviii =))

ქეთინო ჯინჯოლავა комментирует...

საინტერესო ბლოგია, ასევე პროექტიც. რა თქმა უნდა წყალი სიცოცხლის წყაროა, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მის დასაცავად.
ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს თქვენს პროექტში.

ქეთინო ჯინჯოლავა
ზუგდიდის 2 საჯარო სკოლა

chemi blogi комментирует...

wyali martlac rom sicocxlis wyaroa.
wyali rom ar gvqonoda ise xom verc viarsebedit.zalian saintereso tema da proeqtia ia mas. da mec davde suratebi da informacia amis shesaxeb.

makaqajaia.blogspot.com комментирует...

magaria es momewona tqven warmoidginet :D